გენდერული თანასწორობა საქართველოში


  ქალისა და მამაკაცის თანასწორობა საქართველოს კონსტიტუციით არის განპირობებული. ამის გარდა თანასწორობის დაცვას ემსახურება მთელი რიგი კანონები, საკანონმდებლო აქტები და ხელმოწერები საერაშორისო კონვენციებზე.

  •   1994 წელი. საქართველო შეუერთდა "საერთაშორისო კონვენციას ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა სახის აღმოფხვრის შესახებ". ეკონვენცია წარმოადგენს ძირითად საერთაშორისო დოკუმენტს, მიმართულს ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც გაერომ 1979 წელს მიიღო.
  •   2000 წელი. საქართველომ 190 ქვეყანასთან ერთად ხელი მოაწერა "ათასწლეულის განვითარების მიზნებს". რომლის ორი მიზანი უშუალოდ გენდერული თანასწორობის მიღწევას ეხებოდა.
  •   2006 წელი. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "გენდერული თანასწორობის შესახებ".
  •   2014 წელი. საქართველომ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას, ქალთა წინააღმდეგ და ოჯახური ძალადობის თავიდან აცილების და აღკვეთის შესახებ _ "სტამბულის კონვენცია".
  •   2015 წელი. გაეროში საქართველომ ხელი მოაწერა "მდგრადი განვითარების მიზნებს", რომლის მიზანი #5 გენდერული თანასწორობის მიღწევაზეა მიმართული.


  მსოფლიოში რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ზომავს ქვეყნებში არსებულ გენდერულ უთანასწორობას მათგან ყველაზე მეტად აღიარებულია გაეროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური ინდექსები. გაეროს გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით 2014 წელს საქართველოს 77-ე ადგილი ეკავა 188 ქვეყანას შორის. ეს ინდექსი ეყრდნობა მონაცემებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ქალთა გაძლიერებასა და ეკონომიკურ სტატუსზე.  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული სხვაობის საზომის მიხედვით 2016 წლის მონაცემებით საქართველო 90-ე ადგილზე იყო 144 ქვეყანას შორის. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ითვლის გენდერული უთანასწორობების სიდიდეს და განიხილავს მათ პროგრესს დროში, სპეციფიკური ფოკუსით ქალებიდა და მამაკაცების განსხვავებებზე ოთხ საკვანძო სფეროში: ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკა და პოლიტიკა. როგორც ავღნიშნეთ, 2016 წლის მონაცემები ფარავს 144 ქვეყანას. ათწლეულებზე მეტი მონაცემები აჩვენებს, რომ პროგრესი კვლავ ძალიან ნელია, რათა რეალიზება მოხდეს კაცობრიობის ნახევრის სრული პოტენციალის. საქართველოს მონაცემები გენდერული თანასწორობის ეკონომიკურ მონაწილეობასა და შესაძლებლობების მიხედვით 61-ე ადგილზეა, სამუშაო ძალის პროცენტული გადანაწილება 62& ქალების და 83% მამაკაცებზე მოდის, შემოსავლების გადანაწილება დაახლოებით ორჯერ მეტია მამაკაცებზე. განათლების მიღების, ჯანმრთელობისა და გადარჩენის მხრივ დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებლები არის ქალებსა და მამაკაცებში; ხოლო პოლიტიკური ჩართულობის კუთხით განსხვავება ძალზე დიდია. საქართველო 114-ე ადგილზეა ქალების პოლიტიკაში ჩართულობის მხრივ: ქალები პარლამენტში 11%-ს შეადგენენ, მინისტრთა შორის კი 16%-ს.

Comments