2017 წელს ჩავატარე კვლევა გენდერული საკითხების გაცნობიერებაზე პოლიტიკაში. ერთ-ერთი ბლოკი ითვალისწინებდა ამომრჩევლების გამოკითხვას, რათა გამოევლინა ხალხის დამოკიდებულება გენდერულ თანასწორობაზე კვოტირებაზე და ქალებისა და მამაკაცების მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტებზე.
გამოიკითხა 125 რესპოდენტი, 80% ქალი და 20% კაცი.
ასაკობრივი გადანაწილება:
განათლების დონით კი, გამოკითხულთა 77%-ს უმაღლესი განათლება ქონდა.
რესპოდენტებს რამდენიმე კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხები:
7 ბალიან შკალაზე უნდა შეეფასებინათ, თუ რამდენად დაცულია გენდერული თანასწორობა საქართველოში. შკალის საშუალო მაჩვენებელი გამოვლინდა 3.3 (SD=1.3), რაც ნიშნავს, რომ რესპოდენტთა უმეტესობა საშუალოდ აფასებს გენდერული თანასწორობის დაცულობას საქართველოში.
გამოკითხულთა 40% ეთანხმება გენდერულ კვოტირებას საარჩევნო სიებში, 31% კი არა:
ბოლო ორი კითხვა ეხებოდა მამაკაცებისთვის და ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს. რესპოდენტთა ნახევარმა ამ ღია კითხვას არ უპასუხა. მამაკაცებისთვის პრიორიტეტულ საკითხებში ყველაზე ხშირად დაფიქსირდა ეკონომიკური საკითხები, როგორიცაა დასაქმების პრობლემა, შრომითი კოდექსი და შრომითი უფლებები, და ასევე პოლიტიკური საკითხები, რომელშიც მოიხსენიებდნენ საგარეო ურთიერთობებს, ქვეყნის გამთლიანებასა და ჯანდაცვას.
ყველაზე ხშირად რესპოდენტები ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხად ასახელებდნენ დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს, თანაბარ ანაზღაურებას, სამუშაო ადგილზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემას; ქალების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, აბორტის თემას, რეპროდუქციული უნარები, საყოველთაო დაზღვევა. და რაც მთავარია, დიდი ნაწილი ჩამოთვლილი საკითხებისა ეხებოდა ქალთა უფლებებს, გენდერულ თანასწორობას, პოლიტიკაში მათი ჩართულობის ზრდას, გენდერული ნიშნით ძალადობას და დისკრიმინაციას.
რესპოდენტებმა წინ წამოწიეს ისეთი გენდერულად მნიშვნელოვანი თემატიკები, როგორიცაა გენდერული ძალადობა, რეპროდუქციული უფლებები, სავალდებულო სამხედრო სამსახური და ა.შ., რის მიმართაც პოლიტიკოსებს ყურადღების მიყრობა მართებთ.
Comments
Post a Comment