კვლევები



   
კვლევის მიზანი იყო შეემოწმებინა  გენდერული საკითხების გაცნობიერების დონე ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგშიკვლევა ორი ნაწილისაგან შედგებაპირველ ნაწილში გენდერული კუთხით გაანალიზდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების პროგრამებიასევე ჩატარდა პოლიტიკოსთა გამოკითხვა გენდერული თანასწორობისა და საარჩევნო კამპანიებში გენდერული საკითხების გათვალისწინების თაობაზესადაც სულ გამოიკითხა 6 პარტიის („ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“) წევრი 40 პოლიტიკოსი.   მეორე ნაწილში გენდერული საკითხების თაობაზე გამოიკითხვა ამომრჩევლებთან ჩატარდაგამოიკითხა 125 რესპონდენტი.
 პარტიათა საარჩევნო პროგრამების ანალიზმა გამოავლინაგენდერული სკითხების უგულველყოფაპატრიოტთა ალიანსისა და თავისუფალი დემოკრატებისგან განსხვავებითქართული ოცნებასნაციონალურ მოძრაობას და რესპუბლიკურ პარტიებს ნაწილობრივ გათვალისწინებული ქონდათ გენდერული საკითხები თავიანთ პროგრამებში.
 პოლიტიკოსებზე ჩატარებულმა კითხვარმა აჩვენარომ ზოგადად პოლიტიკური ელიტა ნაკლებად სენსიტიურია გენდერული საკითების მიმართგანსაკუთრებით უნდა გამოიყოს ქართული ოცნებასხვა პარტიებთან შედარებითრომელის წარმომადგენლებმა გამოავლინეს ნაკლები ტოლერანტობა და მეტი გენდერული სტერეოტიპიზაციარაც აისახა ეს ქალისთვის და კაცისთვის შესაბამისი საოჯახო საქმეებისკომიტეტებში მონაწილეობის შეფასებაში. 
პოლიტიკოსების მიერ გენდერული საკითების ცოდნის სიმწირე აისახა მათ უუნარობაში დაესახელებინათ გენდერულად მნიშვნელოვანი საკითხებიარადა მათი მტკიცებითსწორად გენდერული საკითხების წინ წამოწევით აპირებენ ქალების ტარგეტირებას მომავალი თვითმართველობის არჩევნებისას.
  ამის საპირისპიროდმოსახლეობა ბევრად უფრო კარგად აცნობიერებს იმ საკითხებსრაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისა და კაცებისათვის.
 მოცემული კვლევა ძალიან აქტუალურიარადგან იგი იძლევა ზოგად სურათს პოლიტიკურ დღის წესრიგში გენდერული საკითხების წარმოდგენილობის შესახებკვლევის შედეგები ასევე გვისახავს კონკრეტულ მიმართულებებსრომლებზე ყურადღების გამახვილებითაც პარტიებმაშესაძლოამომავალ არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ.

Comments