პოლიტიკური პარტიების პროგრამების ანალიზი




2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარალმენტო არჩევნები ჩატარდა. პოლიტიკურმა პარტიებმა სექტემბრის დასაწყისში წარადგინეს საარჩევნო სიები და პარტიათა უმრავლესობამ საარჩევნო პროგრამაც გააცნო ამომრჩეველს. საარჩევნო ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა, “ქართულმა ოცნებამ” (48.68%), “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” (27.11%), დაპატრიოტთა ალიანსმა” (5.01%). 2016 წლის მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებულ წევრთა უმრავლესობა, 84% კაცია. 150 მანდატიდან ქალებმა 24 მანდატი მიიღეს.

ქვემოთ გენდერული კუთხით გაანალიზებულია ხუთი პოლიტიკური პარტიის (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება”, “რესპუბლიკური პარტია”, “პატრიოტთა ალიანსი”, “თავისუფალი დემოკრატები”) საარჩევნო პროგრამები.

1.1.          ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჯერ კიდევ არ იყვნენ ცალცალკე წარმოდგენილები ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, მათი გაერთიანებული საპარლამენტო პროგრამა იქნა გაანალიზებული.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაში გენდერულად სენსიტიურ საკითხთა სამი ჯგუფი არის განხილული:
·             ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები: განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორსულთა მეთვალყურეობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების გაფართოება”. 
·             ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წახალისება, რასაც გეგმავენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის განვითარების გზით და პირდებიან ამომრჩევლებს, რომ ჩვენ წავახალისებთ ქალთა ჩართულობას არა მხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ინფორმირებული ამომრჩვლები, აქტივისტები თუ ლიდერები.” “საზოგადოების საკითხისადმი მეტი დაინტერესების მიზნით, ისევე როგორც ქალთა უნარ-ჩვევების გაძლიერების და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, განვახორციელებთ საგანმანათლებლო კამპანიებს გენდერული თანასწორობის შესახებ”.
·             და ბოლოს პროგრამაში ფართოდ არის განხილული გენდერული   ნიშნით ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები:
1.         შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შევქმნით სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იქნება გენდერული ნიშნით და ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე რეაგირებაზე.
2.         გავაუქმებთ შემაკავებელ ორდერზე სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებელობის მოთხოვნას.
3.         ვუზრუნველყოფთ, რომ განხორციელდეს ერთიანი სტატისტიკის წარმოება ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც გააუმჯობესებს პრევენციის, რეაგირებისა და რეაბილიტაციის მექანიზმებს.
4.           ძალადობის შესახებ შეტყობინებისას, მაქსიმალურად დავიცავთ ავტორის კონფიდენციალურობას.
5.           დავნერგავთ/გავაძლიერებთ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მონიტორინგის მექანიზმებს.
6.          გავაუმჯობესებთ თავშესაფრისა და მსხვერპლის რეაბილიტაციის სამსახურს.

1.2.          ქართული ოცნება

ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში განხილული იყო, როგორც მათი მართველოიბს წინა 4 წელში მიღწეული წარმატებები, ასევე დაპირებები შემდეგი 4 წლის. ამ შემთხვევაშიც, შეგვიძლია გამოვყოთ ძირეული გენდერული საკითხები, რომლებიც რეპრეზენტირებულია საარჩევნო პროგრამაში.
·             ჯანდაცვის სფეროს: განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას. ქვეყნის მასშტაბით დაინერგება დედათა და ბავშვთა (პერინატალური) სამედიცინო ცენტრების რეგიონალიზაციის გეგმა.
·             გენდერული თანასწორობა: გენდერული თანასწორობის დასაცავად; უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი და ქმედითი რეაგირება გენდერული თანასწორობის დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ხელისუფლება ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმართვას.”  პროგრამაში დაპირებულია, რომ განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების დონეზე, გენდერული თანასწორობის დასაცავად.
·             ოჯახში ძალადობა: გაგრძელდება მსხვერპლთათვის სამართლებრივი დაცვის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები და თავშესაფრის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მუშაობა; ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის ამოქმედდება სახელმწიფო კომპენსაციის სისტემა; გაგრძელდება ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კამპანია

1.3.          რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკური პარტია საარჩევნო პროგრამაში საუბრობს გენდერულ საკითხებზე.
·             გენდერული ძალადობის: უპირველესი ამოცანაა ქალების მიმართ არსებული ძალადობის წინააღმდეგ და მათი მძიმე სოციალური მდგომარეობის დასაძლევად ქმედითი მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება. ამისათვის აუცილებელია მოწყვლადი ქვეჯგუფების იდენტიფიცირება და ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბება.” ასევე, რადგან სქესის ნიშნის მიხედვით ქალთა მკვლელობის (ფემიციდის) ცალკე დანაშაულად აღიარების კანონპროექტმა წარმატება ვერ მოიპოვა, ისინი აპირებენ მეტი ძალისხმება ჩადონ ამ მიმართულებით.
·             ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წახალისება: ემხრობიან ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შემოღებას, როგორიც გენდერული კვოტირებაა, რადგან სამართლიანია, გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილი.”



1.4.          პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო პროგრამაში არ არის გენდერულად დიფერენცირებული საკითხები. ერთადერთი მოხსენიება გენდერის თემატიკის არის პარტიის პროგრამის და ხედვის ქართული კულტურისა და ტრადიციის ბლოკში, სადაც განხილულია ქართული ცეკვის ანალოგზე ქალის ხატი, როგორც მშვიდობის სიმბოლო და ნახსენებია, რომ დღეისათვის გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანი საკითხია. ამის მიუხედავად, ქართველები გენდერულ თანასწორობას ახორციელებდნენ 3000 წლის წინ! ამ დროიდან მოყოლებული, ქართველი ქალი ბევრ პრობლემას ჭრიდა ქვეყანაში, და ეს ფაქტი ნათლად არის ასახული ქართულ ხალხურ ცეკვაში.”  წარმოიდგინეთ ქალებისადმი პატივისცემის დონე საქართველოში, რომ ქალს შეუძლია თავისი მანდილის ძირს დაგდებით მაშინვე შეაჩეროს ბრძოლა, დააშოროს მებრძოლეები, და ზოგჯერ დაამეგობროს მტრებიც კი.”

1.5.          თავისუფალი დემოკრატები


თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო პროგრამა არცერთ პროგრამულ განაცხადს გენდერულ საკითხებზე არ შეიცავს. ერთადერთი მოხსენიება გენდერული საკითხების არის პარტიის პროგრამის იდეოლოგიის ნაწილში, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის პოლიტიკური მსოფლმხედველობა ეფუძნება ქალის და კაცის თანაბარ ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, პოლიტიკურ თუ პარტიულ პროცესებში.”

Comments